თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი დაიწყო
თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი დაიწყო.
შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში, კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 22:00 საათიდან ამოქმედდება. ორშაბათიდან შაბათამდე კომენდანტის საათი 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო კვირას - მთელი დღის განმავლობაში.
გარდა ამისა, კაფეები და რესტორნები 07:00 საათიდან 19:00 საათამდე მომხმარებლების მიღებას შეძლებენ.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ივლისისთვის მთავრობა კოვიდვითარების ანალიზს განახორციელებს, რის შემდეგაც შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 5.24 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 45 527 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.