თეგებით ძიება
01. 06. 2021 COVID - 19

„ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია“ - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის ნანა გეგეჭკორის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან.

გეგეჭკორის თქმით, ის, რომ აცრილ პირს კოვიდ 19-ი დაუდასტურდა ნორმალურია.

„ამ დროისთვის არსებული არც ერთი ვაქცინა სრულად არ იცავს ინფიცირებისგან. ყველა მათგანი იცავს დაავადების სიმპტომატური - მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია. ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს.

მეტიც, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ფორმების განვითარებაც შესაძლებელია, რადგან 100%-იან დაცვას არც ერთი ვაქცინა არ დაგვპირებია.

ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინაცია ნამდვილად ეფექტურია. იქ სადაც მე ვმუშაობ, წინა კვირას მხოლოდ 4 კოვიდ-ინფიცირებული იყო, არც ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ იყო პერიოდები 400-ზე მეტი ერთდროულად იყო მართვით სუნთქვაზე“, - წერს გეგეჭკორი ფეისბუკის პირად გვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა