იაპონიაში ბრიტანული შტამის მუტაცია დაფიქსირდა
იაპონიის ქალაქ კობეში COVID-19-ის ბრიტანული შტამის მუტაცია დაფიქსირდა, რომელიც ქვეყნის შიგნით განვითარდა.
ვირუსის ახალი ტიპი მამაკაცს მაისში გამოულინდა. მამაკაცი ამჟამად განკურნებულია.
"პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას 17 მაისს მიმართა. მას მუცლის არეში სუსტი ტკივილები ჰქონდა. "პისიარ-ტესტმა" კორონავირუსი დაადასტურა. შემდეგ ნიმუში მუტაციაზე შეამოწმეს და გამოვლინდა მუტაცია N501Y", - აღნიშნულია რელიზში.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ბრიტანული" შტამისთვის დამახასიათებელი მუტაცია N501Y-ს გარდა ნიმუშში მუტაცია E484Q-იც დაფიქსირდა.