თეგებით ძიება
01. 06. 2021 COVID - 19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩინური წარმოების ვაქცინის "სინოვაკის" ავტორიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს:

"დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.

სინოვაკი უკვე მეშვიდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა მსოფლიოში, რომელსაც მიეცა ავტორიზაცია მისი უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის გათვალისწინებით.

საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს ჩამოვიდა. იმუნიზაციის პროცესი 24 მაისიდან დაიწყო", - ნატქვამია განცხადებაში.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად, სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა