ინდური შტამი პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში უფრო სწრაფად და ფართოდ ვრცელდება.
როგორც ექსპერტმა "რუსთავი2"-თან განაცხადა, გამოსავალი მოზარდების ვაქცინაციაშია.
"როგორც "ბრიტანულმა" შტამმა შთანთქა "ვუჰანური" შტამი, ასევე გადაყლაპავს "ინდური" "ბრიტანულს". ეს ნორმალური ევოლუციური პროცესია. ინდური შტამის ყველაზე დიდი ვერაგობა ის არის, რომ პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს.
არაერთი კვლევა ჩატარდა, თვითონ ინდოეთშიც კი. ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 20 ათასი ბავშვი, რომელიც გამოიკვლიეს, ბავშვები იყვნენ ყველაზე დიდი გამავრცელებლები,"- განაცხადა გიორგი გხაკაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს დღებში იქნება ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში, დაიწყოს Pfizer-ით ვაქცინაცია და საქართველომ ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას უნდა ენდოს.
როგორც "გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, pfizer-ი 2 წლის ასაკის ბავშვებშიც გამოიყენეს და ამ ეტაპზე დაკვირვება მიმდინარეობს.