"უნდა დაიდოს დასკვნები, რატომ არის ქვეყანაში ასეთი მაღალი მასშტაბის სიკვდილიანობის მაჩვენებელი" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში კოვიდსიკვდილიანობის მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებს და მიზეზების გამოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს.
"საქართველოსთვის მე მაინც უჩვეულოდ მიმაჩნია ერთ მილიონ ადამიანზე თითქმის 7-8 ადამიანის გარდაცვალება, ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია, ანუ კარგავს საშუალოდ 1000 ინფიცირებული ადამიანიდან თითქმის დღეში 30 ადამიანს. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, ხომ არ არის კლინიკურ ნაწილში რამე პრობლემა, ლოჯისტიკურ ნაწილში, ან თუ შეიძლება, ეს აიხსნას ბრიტანული ვარიანტის გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებლებით. ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და განსჯა და ამის შემდეგ უნდა დაიდოს დასკვნები, რატომ არის ქვეყანაში ბოლო პერიოდში შენარჩუნებული ასეთი მაღალი მასშტაბის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, - აცადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.