თეგებით ძიება
02. 06. 2021 COVID - 19

ინდოეთში კორონავირუსის 132,788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 132,788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3,207 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 28.3 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 355 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა