მნიშვნელოვანი საქმეები 24 ივნისამდე გადადეთ – ასტროლოგი გვაფრთხილებს
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მოსალოდნელ ასტროლოგიურად რთულ პერიოდზე მოსახლეობას აფრთხილებს.
„მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა! 30 მაისიდან 24 ივნისამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება.
მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება.
ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს 24 ივნისამდე გადადოთ", - გვაფრთხილებს ასტროლოგი.