თეგებით ძიება
02. 06. 2021 COVID - 19

„ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპაში 30-ე ადგილზე ვართ“- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში 30-ე ადგილზე ვართ.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, კიდევ უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ისეთ მონაცემებში, რომელიც ითვლის ყველა დაავადებულში სიკვდილიანობისა და გადარჩენის პროცენტს.

„ეს ცალსახად დამოკიდებულია თუ როგორია კლინიკური სექტორი და როგორ ხდება ავადმყოფის მოვლა. აქ ვართ 40-ე ადგილზე. მაშინ, როდესაც გერმანიასაც კი -2,42 პროცენტი აქვს ანუ ჩვენზე 2-ჯერ მეტი. ამაზე ხშირად მედავებიან, რომ ჩვენთან გადარჩენის მაჩვენებელი არის უკეთესი ვიდრე ევროპაში, ვიდრე ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში და ყველგან. ამაზე აქვთ ჩემს ოპონენტებს ერთი სუსტი კონტარგუმენტი, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს თავისი სუსტი ჯანდაცვის სისტემით, ჰქონდეს უკეთესი მაჩვენებელი ვიდრე სხვა ქვეყნებს?

რა თქმა უნდა, ჩვენ მედიცინის დარგების უმრავლესობაში ჩამოვრჩებით. თუმცა მოცემული მაჩვენებელი არ არის მისტიფიკაცია, ხომ შეიძლება, რომ რაღაც სეგმენტში მოწინავე ადგილს ვიკავებდეთ? მაგალითად ყველას მიერ აღიარებულია, რომ საქართველო C ჰეპატიტის პროგრამით მოწინავე ქვეყანაა და რატომ არ შეიძლება, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მოწინავე რიგები დაგვეკავებინა? “- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა