თენგიზ ცერცვაძე ეკატერინე ტიკარაძის დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება
"ის, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დაემართა კოვიდი, ნორმალურია. რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, სავარაუდოდ კოვიდიანებთანაც, რომ არ დამართნოდა ეს იქნებოდა გასაკვირი" - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ წინა ხაზზე მებრძოლი დაიჭრება, ეს პლიუსია და არა მინუსი. ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ორჯერადად აცრის შემთხვევაში, ტიკარაძე შესაძლოა არ დაინფიცირებულიყო.
"ხუმრობით ვთქვი, რომ სადღაც ეს კარგია, ვინაიდან მიუთითებს მინისტრის ძალიან სერიოზულ სოციალურ აქტიურობას. ის, ვინც ჯარში მოწინავე პოზიციებზე იბრძვის, მათ შორის ხელმძღვანელები, ოფიცრები, გენერლები... თუ ის დაიჭრა ომში, მას ეს ეთვლება პლუსად და არა მინუსად, რომ ის ომში დაიჭრა. იგივეა, როდესაც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები ავადდებიან ზოგჯერ, ეს მათთვის პლუსია და არა მინუსი. ქალბატონ ეკას რომ ჰქონოდა ორი აცრა, შეიძლება ეს არ დამართნოდა" - განაცხადა ცერცვაძემ.