მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა
ვაქცინაციის კამპანიის 6 თვის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
2020 წლის დეკემბერში დაწყებული ვაქცინაციის კამპანიიდან დღემდე, მსოფლიოს 215 ქვეყანაში ან ტერიტორიაზე ვაქცინების, სულ მცირე, 2 019 696 022 დოზა გაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინების პირველი მილიარდი დოზის გახარჯვას დაახლოებით 5 თვე დასჭირდა, ხოლო მეორე მილიარდი დოზა 1.5 თვეში გაიხარჯა.
ვაქცინაციის მაჩვენებლით ისრაელი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ათიდან ექვსი მოქალაქე სრულად ვაქცინირებულია.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მოსახლეობის 39%-მა მიიღო.