კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექთანი გარდაიცვალა
თელავში, კორონავირუსით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექთანი გარდაიცვალა.
50 წლის ლია გაგნიძე, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ექთანს ფილტვები დაუზიანდა.
"თავდაპირველად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.მალევე გადაიყვანეს თბილისში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა"- განაცხადა ხიზანიშვილმა.