ეს მირჩევნია ყოველ დღე 30 ჩვენი მოქალაქის სიკვდილს - იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში მინიმალური შეზღუდვებია დარჩენილი.
მისი თქმით, ე.წ კომენდანტის საათის მოხსნა ინფიცირებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლზე იქნება დამოკიდებული.
"ქვეყანაში ხომ პრაქტიკულად არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს, დარჩენილია ერთადერთი რეგულაცია - ეს არის პირბადე. გასაგებია, იქვე დისტანციის დაცვა შიდა სივრცეებში, რესტორნებში და დარჩენილია ეს კომენდანტის საათი 23-დან 4 საათამდე... მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც 23 საათზე სახლში ტურისტის მისვლა მირჩევნია, 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას დღეში.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებულია, რამდენი იქნება აცრებით მოცვა, როგორი იქნება რისკი დაავადების გადაცემის ანუ როგორი იქნება ავადობა 100 ათას მოსახლეზე" - განაცხადა იმნაძემ.