ყველაზე უჩვეულო და გემრიელი - ყაბაყის რულეტები
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 1 ც.
ყაბაყი - 2 ც.
მაგარი ყველი - 50 გ
ნიორი - 2 კბილი
ტომატი - რამდენსაც მოითხოვს
რეჰანი - რამდენიმე ფოთოლი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი
მომზადება:
1. ყაბაყი გარეცხეთ და დაჭერით სიგრძეზე 0,5 სმ სისქის. დააწყეთ პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ღუმელის ფორმაზე, თითოეულ ნაჭერს წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 6-8 წუთით, ასე ყაბაყი დარბილდება და უკეთესად შეიხვევა.
2. ქათმის ფილე დაჭერით თხელ გრძელ ნაჭრებად, ოდნავ დაბეგვედ, დააყარეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, აურიეთ და ცოტახნით დატოვეთ, რომ გაუჯდეს.
3. ყაბაყის თითოეულ ნაჭერს დაადეთ ქათმის ნაჭერი, დააყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი, რეჰანის ფოთოლი და ტომატი. გადაახვიეთ მინი-რულეტში და დაამაგრეთ ხის ჩხირით. დააწყეთ მინი-რულეტები ღუმელის ფორმაზე და შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.
gurmania.ge