ლეღვის მურაბა ნიგვზით
ინგრედიენტები:
ლეღვი - 1 კგ
ნიგვზის ლებნები - 1 ჭიქა (დაახლოებით 20 ცალი)
შაქარი - 800 გრ
მეოთხედი ლიმონი
მომზადების წესი:
1. შავი სამურაბე ლეღვი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცებზე გააშრეთ. მშრალ ნაყოფს მოაჭერით ყუნწები და ფართო მხრიდან ჯვარედინად ჩაჭერით.
მშრალ (უცხიმო) ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ ნიგვზის ლებნები და გააგრილეთ.
2. ლეღვის გაჭრილ ნაწილში ნახევარი ლებანი ნიგოზი ჩადეთ.
3. ნიგვზიანი ლეღვი ქვაბში მოათავსეთ და შაქარი დააყარეთ.
5. დატოვეთ შაქარმოყრილი ლეღვი მთელი ღამით. მეორე დღეს ხილი იმდენ წვენს შეიყენებს, რომ სიროფისთვის წყლის დამატება არ იქნება საჭირო.
6. ლეღვი საშუალო ცეცხლზე დაადგით და ჯემის ადუღებას დაელოდეთ.
7. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. პერიოდულად ქაფი მოხადეთ. ამის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და 10-12 საათი გააჩერეთ.
8. მეორე დღეს ლეღვის მურაბა ისევ ცეცხლზე დაადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაუმატეთ მეოთხედი ლიმონის წვენი და კიდევ 10 წუთი ადუღეთ. მზა მურაბა წინასწარ გამზადებულ ქილებში გადაიტანეთ და თავი მჭიდროდ დაახურეთ.
funtime.ge