"D ვიტამინის დანამატის სახით მიღება, ორგანიზმში ტოქსიკოზის ხშირი მიზეზია" - ექიმის რეკომენდაცა
"D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობა და ჰიპერკალცემია", - ამ სახელწოდებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექიმ-დერმატოლოგი, ზაზა თელია ავრცელებს და საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:
ბოლო წლებია ძალზედ პოპულარული გახდა D ვიტამინის დანამატის სახით მიღება. ფაქტიურად ყველას უნიშნავენ და ამ პრობლემას არამარტო საქართველოში შევხვდებით.
დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი:
ტოქსიკოზი ვითარდება როდესაც ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით D ვიტამინს როგორც წესი დანამატის სახით
D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობის სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, სისუსტე და ძვლების ტკივილი
ტოქსიურობა როგორც წესი ვითარდება მაშინ როდესაც ადამიანი მოიხმარს D ვიტამინს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ტოქსიურობა შესაძლებელია განვითარდეს დაბალი დოზების შემთხვევაშიც
D ვიტამინი არის ელემენტი რომელიც ეხმარება ორგანიზმს შეითვისოს და კონტროლირება გაუწიოს Ca (კალციუმი) სისხლში. ამიტომ როდესაც ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ცირკულაციური D ვიტამინი, ამან შესაძლებელია განაპირობოს სისხლში კალციუმის საშიში დონის მიღება რასაც ჰიპერკალცემია ეწოდება.
სიმპტომები და დიაგნოზი
D ვიტამინით გამოწვეული სიმპტომები პირდაპირ დაკავშირებულია კალციუმის მომატებულ რაოდენობასთან სისხლში.
ეს სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გახშირებული შარდვა, სისუსტე და ძვლის ტკივილი.
დროთა განმავლობაში კალციუმის დამატებითმა, მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია განაპირობოს არტერიებში და რბილ ქსოვილებში კალციუმის ჩალაგება, დეპოს სახით, იმის მაგივრად რომ ეს მოხდეს ძვლებში (რადგან ფიზიოლოგიურად ვეღარ ხდება ჭარბი რაოდენობით კალციუმის ჩალაგება ძვლებში - მარაგი უკვე შევსებულია).
საბოლოო ჯამში ზემოთ აღნიშნულმა შესაძლებელია განაპირობოს თირკმელებში ქვების გაჩენა და გულის დაზიანება. ეს შესაძლებელია განვითარდეს ნელა, წლების განმავლობაში, ხოლო ტოქსიურობის სიმპტომები მოკლე პერიოდში.
ჩატარებული მეტა-ანალიზითა და სისტემური მიმოხილვით ვერ იქნა ნანახი D ვიტამინის დანამატის სახით მიღების სარგებელი.
ხოლო იმ კვლევებმა რომლებმაც ეს ეფექტი გამოავლინეს, აღინიშნებოდა მაღალი ტენდენციურობა, მაღალი შეფასების სისტემური შეცდომა (high risk of bias), ხშირად ინტერესთა კონფლიქტი (conflict of interest) და რაც მთავარია - კვლევების ჰეტეროგენურობა (heterogeneity).
დღიური რეკომენდირებული ნორმები - RDA (Recommended Dietary Allowance) - By NIH
იხილეთ სურათი N2
სამწუხაროდ, ხშირად თვით-მკურნალობის საფუძველზე, მაგრამ ასევე ხშირად ექიმის დანიშნულებით ხდება არასწორი დოზირება - D ვიტამინის ზედოზირება.
ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინს ირებს ორი გზით - ულტრაიისფერი სხივებით (მზის სხივები) და კონკრეტული საკვების მიღებით.
არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა იმისათვის რომ მოხდეს D ვიტამინის გამომუშავება. ამისათვის სრულიად საკმარისია - მაგალითად 15-20 წუთით დღეში მხოლოდ სახეზე მზის სხივების მოქმედება.
NIH-ის რეკომენდაციით უმეტეს ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დღეში 600 ერთეული (IU) D ვიტამინი.
70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას - 800 ერთეული (IU).
D ვიტამინის დანამატების ბუმი
2006-დან 2014 წლამდე ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოიხმარდნენ 4000 ერთეულ (IUs) D ვიტამინს დღიურად გაიზარდა 0.5%-დან 3%-მდე. ეს მაჩვენებლები 2014 წლის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება (2017 study in the Journal of American Medicine, which pulled data from 39,000 participants in the National Health and Nutrition Examination Survey).
ასევე ამ კვლევის მიხედვით იგივე პერიოდში ადამიანების რაოდენობა რომლებიც დღიურად მოიხმარდნენ 1000 ერთეულს (IUs) - გაიზარდა 1%-დან 18%-მდე.
აქედან გამომდინარე D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობის რისკები დროთა განმავლობაში იზრდება და შესაძლოა საგანგაშოც გახდეს.
P.S "უფრო მეტი არ ნიშნავს უკეთეს თუ არ გინდა რომ თირკმელებში ქვები გაგიჩნდეს"
ჯანსაღი და ბალანსირებული კვებით შესაძლებელია ყველა მაკრო და მიკროელემენტის დღიური რეკომენდებული რაოდენობის გარანტირებულად მიღება და ათვისება, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
D ვიტამინის კონტროლის და შემდეგ დანამატის სახით დანიშვნის ბუმი რომ არის ქვეყანაში ეს ფაქტია.
ვერც ერთმა რანდომიზირებულმა-კონტროლირებადმა კვლევამ (RCT) ვერ აჩვენა D ვიტამინის დეფიციტის ასოცირება სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან და რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს D ვიტამინის დანამატის სახით მიღებას მისი დეფიციტის დროს დაფუძნებულია მოძველებულ RCT-ების ჩატარებამდე პერიოდზე.
P.S 2 წლამდე ასაკში რეკომენდებულია ყველა ბავშვმა მიიღოს D ვიტამინი - რაქიტის პრევენციის მიზნით. მხოლოდ 2 წლამდე !!!", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.
[flash=425,264][/flash]