თეგებით ძიება

"მასწავლებელმა ბავშვს კარადაზე არტყმევინა თავი..." -ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი მიცემული ჩვენების გამო, უნივერსიტეტიდან გარიცხეს

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უნივერსიტეტიდან გაუშვეს. ლუკა ხაჩიძის განმარტებით, ის უნივერსიტეტიდან იმის გამო გაუშვეს, რომ მან ჩვენებაში დეტალურად მოყვა ნინოწმინდაში არსებული იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც თავად შეესწრო.

"ვთხოვე, მეუფესთვის შეეტყობინებინათ, რომ მივდიოდი ჩვენების მისაცემად, მაგრამ რა დეტალებზე, მე იქ არ მისაუბრია. დეტალურად მოვუყევი ჩვენებაში ავსახე ყველაფერი, უშუალოდ ჩემ მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ იყო და ამის გამო რითი გვაშინებდნენ. მე მერე ვთხოვე, რომ დავებრუნებინე უკან.

მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი. უშუალოდ შემსწრე ვიყავი, რომ მასწავლებელმა ბავშვს კარადაზე არტყმევინა თავი და მერე ეს მიიჩქმალა, იმიტომ რომ ეს არც ზედამხედველს გაუგია", - თქვა ლუკა ხაჩიძემ.

დღეს, 9 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა