თეგებით ძიება

დაქირავებული ქილერი ქალი თბილისში - რუსული სპეცსამსახური გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე ნადირობს

"მთავარი არხი" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, ჰასან ხალიტოვის მოშორებას კადიროვის სადამსჯელო რაზმის წევრები ვასამბეკ ბოკოვის დაკავების შემდეგ ცდილობენ. ხალიტოვი ახლა იმალება, მიზეზი მისი მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობაა.

მოწმის მოსაშორებლად რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს ოპერაცია თბილისში ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც დედაქალაქში დაქირავებული მკვლელი ქალი ჰყავდა გამოგზავნილი, რომელსაც ხალიტოვი შხამით უნდა მოეკლა.

ქილერი ხალიტოვთან კომუნიკაციაში რამდენიმე კვირის წინ, სოციალური ქსელით შევიდა. ინსტაგრამში მიწერა და ნდობის მოპოვებას შეეცადა.

ხალიტოვი ამბობს რომ ახალი ნაცნობი მისთვის თავიდანვე საეჭვო იყო, ამიტომ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა.

ხალიტოვი ამბობს რომ ქალის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად არასდროს ხვდებოდა, რადგან მისგან საფრთხეს გრძნობდა. შემდეგ ეფ-ეს-ბე-ს ქილერს თბილისში პრობლემები შეექმნა. ქალი დაეჭვდა რომ მიზეზი ხალიტოვი იყო და გადაწყვიტა ტაქტიკა შეცვალა. უნდოდა დაერწმუნებინა, რომ მასაც კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდოდა

ქილერმა ქალმა ჰასან ხალიტოვს ხუთი ჩანაწერი მიაწოდა, სადაც ის თავის კურატორს ვინმე ხიზირს იგივე ილიასს ესაუბრება. ამ ჩანაწერებიდან ცნობილი ხდება როგორ გეგმავს ეფ-ეს-ბე-ს​ თანამშრომელი ილიასი არასასურველი მოწმის მოშორებას თბილისში. როგორ ამზადებს საგანგებო მისიით გამოგზავნილ ქალს ფსიქოლოგიურად, რომელიც ყველა საუბრის დროს გარანტიას ითხოვს, რომ ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლები მას არ დააკავებენ.

ბრილიანტი რომელსაც ჩანაწერში ახსენებენ სავარაუდოდ კოდური სახელია იმ საწამლავის რომლითაც ხალიტოვი უნდა მოეკლათ. განიხილავენ მის მოთავსებას ფეხსაცმელშიც, რადგან იციან რომ შხამი კანთან ზემოწმედების შედეგად მოვიდოდა მოქმედებაში.

ამ მონაცემების გამო სავარაუდოა რომ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე სავარაუდოდ ნოვიჩოკის ტიპის შხამით უნდა მოეწამლათ.

სხვა ჩანაწერში ქილერი ქალი ცდილობს გაარკვიოს რატომ გახდა ჰასან ხალიტოვი სამიზნე და რატომ ჩავარდა ვასამბეკ ბოკოვის ოპერაცია.

ეს ჩანაწერები ჰასან ხალიტოვმა გასაჯაროვა. მის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაზე ყველა იმ ჩეჩენ ბლოგერთან ისაუბრა ვინც კადიროვის ძალადობრივ რეჟიმს ამხელს. მალევე ერთერთ სოციალურ ქსელში ქილერი ქალი გაშიფრეს და მის შესახებ მთელი ინფორმაცია გაასაჯაროვეს.

გაირკვა რომ თბილისში სპეც მისიით გამოგზავნილი ქალის ნამდვილი სახელი და გვარია მილანა აბდულსალამოვაა, ის რუსულ სპეც სამსახურებთან წლების განმავლობაში თანამშრომლობს და პირადობის დამადასტურებელი კიდევ ორი პასპორტი აქვს სხვადასხვა სახელზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა