თეგებით ძიება

ქორწინების თარიღი და მისი გავლენა მომავალზე

თუ თქვენი ქორწილი ვერძის ზოდიაქოს პერიოდს ანუ მარტ-აპრილს დაემთხვა, მოემზადეთ იმიტომ რომ ოჯახური ცხოვრება საკმაოდ დინამიური, ხმაურიანი და ცვალებადი იქნება.

თუ კუროს მმართველობისას დაქორწინდით, ეს საუკეთესო ვარიანტია სტაბილური და თბილი ოჯახური კერის შესაქმნელად. ასევე საოჯახო ბიზნესისთვისაც.

ტყუპის ზოდიაქო კი წყვილების ინტელექტუალურ კავშირზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ამ პერიოდში დაქორწინებულებს გამუდმებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კინკლაობა ექნებათ ხოლმე.

კირჩხიბის ზოდიაქო კი საუკეთესო მფარველია თქვენი ქორწინების. კიბო ოჯახს მართავს. ამიტომ ამ პერიოდში თამამად იქორწინეთ, თქვენი ოჯახი ისეთი იქნება როგორზეც ოცნებობდით სულ.

თუ ლომის ზოდიაქოს გავლენისას ქმნით ოჯახს, თქვენი ოჯახის კარი მუდმივად ღია იქნება მეგობრების ხმაურიანი თავშეყრისთვის, თავად თქვენ კი ყოველთვის საიმიჯო წყვილი იქნებით.

ქალწულის ზოდიაქოზე დაქორწინებულებისთვის, მთავარი ამოსავალი წერტილი მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობა იქნება. თუმცა შესაძლოა ხშირი იყოს დავა წვრილმანებზე.

ვისი ქორწილიც სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება. ეს სასწორის პერიოდია ამიტომ ასეთ პერიოდში შექმნილი ოჯახის მთავარი ქვაკუთხედი ჰარმონია და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. სასწორი ვერ იტანს უხეშობას და სიხისტეს. აქედან გამომდინარე მომავალმა მეუღლეებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ.

აი რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებს. მოემზადეთ, თქვენი ერთობლივი ცხოვრება მძაფრი ემოციებით, დრამატული სიტუაციებით და ზოგჯერ ხანმოკლე განშორებებითაც კი შეიძლება იყოს სავსე. თუმცა თქვენი გრძნობები იმდენად ინტენსიური იქნება რომ განშორება მას უფრო გაამყარებს და გააძლიერებს.

მშვილდოსნის მმართველობის პერიოდში ქორწინდებით? თქვენი ოჯახი ბოშათა მოხეტიალე ბანაკის ან მხიარული საცირკო დასის მსგავსი იქნება. ბევრს იმოგზაურებთ, თუ საზღვარგარეთ არა, ადგილობრივად მაინც შეიცვლით ხოლმე საცხოვრებელ ადგილს სანამ საბოლოოდ დამკვიდრდებით სადმე.

თხის რქის პერიოდში დაქორწინებული წყვილის მთავარი დევიზი კი საზოგადოებაში მქონე უზადო იმიჯი იქნება. ამ წყვილს ყოველთვის ექნება ამბიცია მეტზე და უფრო მეტზე. შესაძლოა თანამდებობრივ წინსვლაშიც აქტიურად შეუწყონ ერთმანეთს ხელი.

მერწყულის ზოდიაქოს გავლენის ქვეშ კი ქორწინება როგორც წესი თვალის დახამხამებაში ხდება. სტატისტიკურად დაუგეგმავი ქორწილების რიცხვი სწორედ მერწყულს უკავშირდება. აქედან გამომდინარე ამგვარი ოჯახის სიმყარეც ცოტა არ იყოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგჯერ. თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ.

თევზების ზოდიაქოს აქტიურობისას შექმნილი ოჯახი კი განსაკუთრებული ემოციური მიკრო-კლიმატით იქნება გამორჩეული. ამ წყვილის მთავარი პრობლემა ემოციების კონტროლია, რომლის სიმცირეც ნამდვილად არ იქნება მათი ერთობლივი თანაცხოვრებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა