თეგებით ძიება

დიდი ქურდული გარჩევა ბიზნესწილებისთვის - ახალი დეტალები გაირკვა

ქურდული გარჩევა ბიზნესწილებისთვის - "ტვ პირველმა" თბილისში, კვირაცხოვლობის ქუჩაზე, ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

საქმის მასალების თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიზნესპარტნიორებმა ფული ვერ გაიყვეს, დახმარება ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, საზღვარგარეთ მყოფ, ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს", სთხოვეს. ქურდის ვაჟმა, მევლუდ მახარობლიძემ, კი მამის დავალებით, მისი საცხოვრებლის მახლობლად, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა.

ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

სავარაუდოდ, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს აღნიშნული სახლის მეპატრონე, გიორგი მეგენეიშვილი. ფაქტი "პირველებს" მეზობლებმა დაუდასტურეს, თუმცა ოჯახის წევრმა კატეგორიულად უარჰყო.

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ 13 პირია დაკავებული, "კანონიერ ქურდს" კი 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა