ფოთში 26 წლის კაცის ცხედარი იპოვეს
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე 26 წლის კაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
მამაკაცი 3 დღის წინ ზღვაში გაუჩინარდა. ის საბანაოდ წყალში შევიდა და დინებამ გაიტაცა. ცხედარი ოჯახის წევრების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი. გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკაც.