თეგებით ძიება
12. 06. 2021 სპორტი

ევრო 2020: იტალიამ თურქეთი გაანადგურა

ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში ტალიის ნაკრებმა თურქეთი ძალიან დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელთა უპირატესობა ძალიან აშკარა იყო, მანჩინის ფეხბურთელებმა სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

\'\'სტადიო ოლიმპიკოზე\'\' გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ იტალიელებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.

ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა, მარჯვენა ფლანგზე დომენიკო ბერარდიმ იაქტიურა, მისი ჩაწოდების შემდეგ მერიჰ დემირალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0.

66-ე წუთზე იტალიამ ანგარიში ორამდე გაზარდა, სპინაცოლას ძლიერი დარტყმა თურქთა მეკარემ, უგურჯან ჩაკირმა მოიგერია, თუმცა დასწრებაზე ჩირო იმობილემ ზუსტად იმოქმედა და გოლი ევროპის ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში გაიტანა.

პირველი გოლის მსგავსად მეორე გოლისას შეტევის განვითარებაში დომენიკო ბერარდი მონაწილეობდა, სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ დაარტყა კარისკენ ლეონარდო სპინაცოლამ.

იტალიის ნაკრების მხრიდან მესამე გოლი 79-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ გაიტანა. მან ტექნიკური დარტყმით შორეულ კუთხეში შეაგდო, ეფექტური გოლი გამოვიდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

წყარო: crystalsport.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა