თეგებით ძიება

როგორ ამოვიცნოთ კიბო ხმით? - ექიმი განმარტავს

ბრიტანელი ექიმი, ჟან-პიერ ჟინონი "Express"-თან განმარტავს, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ონკოლოგიური დაავადება ხმის მიხედვით.

ექიმის თმით, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე შეიძლება მიუთითოს ხმის ამოუხსნელმა ხრინწიანობამ. მისი თქმით, ასეთი მდგომარეობა, არ შეიძლება ყურადღბის გარეშე დარჩეს.

"თუ ეს სიმპტომი 3 კვირის შემდეგაც არ ქრება, ექიმს მიმართეთ" - აცხადებს ჟინონი.

ამასთან, ექიმის განმარტებით, ხმის ხრინწიანობა შეიძლება ჩვეულებრივმა ბაქტერიულმა ინფექციამაც გამოიწვიოს.

გარდა ამისმა, ჟინონ მიოუწოდებს ადამიანებს მიაქციონ ყურადღება ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ხორხთან წამონაზარდების არსებობას, კისერთან გადიდებულ ლიმფურ კვანძებს, ყლაპვის გართულებას, ასევე გართულებულ ან ხრინწიან სუნთქვას. თითოეული ეს სიმპტომი, ექიმის განმარტებით, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე მიანიშნებდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა