თეგებით ძიება

"ამოირჩიე ოთახიო და ტუჩებში მაკოცა "- სასულიერო პირს პედოფილიაში ადანაშაულებენ

22 წლის გოგო მღვდელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ახალგაზრდა ქალი "ტვ პირველის" შაბათის ეთერთან ყვება, სასულიერო პირმა მასზე მაშინ იძალადა, როცა ის 17 წლის იყო.

გოგონა "ტვ პირველის" შაბათის ეთერთან ყვება, რომ ფაქტი ელიას მთაზე მშენებარე დედათა მონასტერში მოხდა, მაშინ როცა სასულიერო პირმა არასრულწლოვანი კელიების დასათვალიერებლად მარტო წაიყვანა. გოგონას დაბნეულობა სულიერი მამის შეკითხვამ გამოიწვია, რომელმაც მას კელიის ამორჩევა სთხოვა.

"უშუალოდ როცა შემეხო, მაშინაც ასეთი მომენტი იყო მითხრა, წავიდეთ რა გაკეთდა დედათა მონასტერშიო, წავედით იქაც მშენებლობა იყო. მე და მამაო ვიყავით მხოლოდ.

ამოირჩიე რომელიმე ოთახიო, მე ცოტა დავბრკოლდი, რას ნიშნავს რომელიმე ოთახი და შეიძლება დამეტყო კიდეც. შემოტრიალდა და ძალიან მაგრად მიმიკრა და მაკოცა შუბლზე, შემდეგ ლოყაზე ცოტა დაბლა და თითქოს ხვდები რაც შეიძლება მოხდეს, ბოლოს მაკოცა ტუჩებში და მახსოვს ჩემი ემოციები თვალები ძალიან მაგრად დავხუჭე და გულში ვიმეორებდი აღარ განმერდესთქო საპასუხოდ ვერაფერი გავაკეთე, ეს იყო ჩემი უდიდესი ტრაგედია, გავშეშდი არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, არ მქონდა არავისგან გაგონილი მსგავსი", - ამბობს გოგონა.

ძალადობის მსხვერპლი ამბობს, რომ ამ ფაქტის შემდეგ ის ფსიქოლოგიურად მძიმედ იყო და სუიციდური ფიქრებიც ხშირად აწუხებდა.

გავხდი დეპრესიული გოგო, რომელსაც უბრალოდ აღარაფერი აღარ უნდოდა რომ ეკეთებინა", - ამბობს გოგონა.

გოგონა ამბობს, რომ ფაქტის შემდეგ ბევრი რამ გაარკვია და აღმოაჩინა, რომ სასულიერო პირს ურთიერთობა არაერთ არასრულწლოვან გოგონასთან ჰქონდა.

"ტვ პირველის" შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ძალადობაში დადანაშაულები მღვდელი სამების საძმოს წევრი და წმინდა საბას ტაძრის წინამძღვარი მამუკა მაისურაძე, იგივე მამა იონაა. სასულიერო პირს ბუნდოვანი წარსული აქვს. რუსულმა სპეცსამსახურებმა ის 2007 წელს სოჩში რუსული პასპორტით დააკავეს და ჯაშუშობაში ამხილეს. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მღვდლის ანაფორა ჩაიცვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა