თეგებით ძიება

ერთი საათით ადრე გაღვიძება დეპრესიას 23%-ით ამცირებს

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გაანალიზეს 840 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემი. მათგან 85000 ატარებდა ძილის ტრეკერს. კიდევ 250 000 ადამიანმა შეავსო ძილთან დაკავშირებული კითხვარი, სადაც მონაწილეები საკუთარ თავს აკუთვნებდნენ "ტოროლებს" ან "ჭოტებს" (ან რაღაც შუალედურს).

საშუალოდ, ადამიანების უმრავლესობა იძინებდა 23:00 სთ-ზე და იღვიძებდა 6:00 სთ-ზე.

ამის შემდეგ, მეცნიერმა მიღებული ინფორმაცია შეადარეს გენეტიკური მონაცემების ნაკრებს, რომელთაც თან ერთვოდა ანონიმური სამედიცინო ჩანაწერები და დიდი დეპრესიული მოშლილობის დიაგნოზთან დაკავშირებული კითხვარი.

შედეგად მიიღეს, რომ ვინც გენეტიკურად ადრე ადგომისკენ არის მიდრეკილი 23%-ით ნაკლებად ჰქონდათ გამოხატული დეპრესია.

კვლევამ
აჩვენა, რომ დაზიანების დროის მხოლოდ ერთი საათით გადაწევა (ძილის ხანგრძლივობის შემცირების გარეშე), დეპრესიის რისკს აქვეითებს 23%-ით. როგორც აღმოჩნდა, ორი საათით გადაწევამ დეპრესიის ალბათობა დააქვეითა 40%-ით.

მკვლევარების თქმით, გენეტიკური განწყობის მიუხედავად, "ჭოტებმაც" უნდა გადახედონ ძილის გრაფიკს და ამდენად შეამცირონ დეპრესიის განვითარების რისკი.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა