თეგებით ძიება
22. 06. 2021 სპორტი

უეფა-მ მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათებაზე უარი განაცხადა

მი­უნ­ხე­ნის Allianz Arena-ს სტა­დი­ო­ნი ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გერ­მა­ნია-უნ­გრე­თის მატ­ჩის დროს ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რებ­ში არ გან­ათ­დე­ბა.

"ევ­რო­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უეფა-მ უარ­ყო მი­უნ­ხე­ნის მე­რის დიტე რე­ი­ტე­რის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხე­ლით შე­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც უნ­გრე­თის ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად სტა­დი­ო­ნის ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რებ­ში გა­ნა­თე­ბის ნე­ბარ­თვას ითხოვ­დნენ.

უეფა-ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მი­ზა­ნი გა­ნა­ცხა­დის ეს­მით, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის გამო, უარი გა­ნა­ცხა­დონ.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ „დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სხვებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით”.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ უნ­გრე­თის პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ტე­ლე­არ­ხებ­ში ლგბტ მა­სა­ლებს კრძა­ლავს. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­სა და სა­ბავ­შვო ტე­ლე­არ­ხებ­ში ისე­თი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა ლგბტ თემი, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა და ა.შ. აიკრძა­ლე­ბა. ამას­თან, კომ­პა­ნი­ებ­სა და დიდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ლგბტ თე­მის მხარ­დამ­ჭე­რი ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა აეკ­რძა­ლე­ბათ. კრი­ტი­კო­სე­ბი ახალ კა­ნონს დის­კრი­მი­ნა­ცი­ულს უწო­დე­ბენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა