თეგებით ძიება

რატომ არის სიცხეში ცივი პროდუქტების მიღება მავნებელი?

სასარგებლოა თუ არა ცხელ ამინდში ცივი სასმელების მიღება? - ნაყინმა და ცივმა სასმელებმა ძლიერ სიცხეში შეიძლება ორგანიზმს მიაყენოს დამატებითი სტრესი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო და გამოიწვიოს გაციება და მწვავე რესპირატორული დაავადება.

სიცხეში ნაყინის სწრაფად მირთმევისას ადგილი აქვს ზედა სასუნთქი გზების მკვეთრად გადაციებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაციება და მწვავე რესპირატორული დაავადება. ამასთან განვითარებულმა ანგინამ შესაძლებელია გამოიწვიოს გართულება ბრონქიტისა და პნევმონიიის სახით.

ნაყინის მირთმევისას, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყელის მიდამოში დისკომფორტისას, უარი უნდა ვთქვათ ნაყინზე. იგივე ითქმის ცივ სასმელებზე. მიღების წინ სჯობს გავსინჯოთ ტუჩებით, რათა შევაფასოთ ტემპერატურა. ძალიან ცივი სასმელის დალევისგან თავი უნდა
შევიკავოთ და დაველოდოთ, სანამ კომფორტულ ტემპერატურას არ მიაღწევს.

სიცხის დროს, სჯობს მივიღოთ თბილი ჩაი, ასკილის ნაყენი ან ხილის უშაქრო კომპოტი, ხილი, ბოსტნეული და კენკრა.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა