"ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია" - ექიმი ზაზა თელია
ექიმ-დერმატოლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში კვლევაზე წერს, რომელიც ბავშვის ფიზიკურ დასჯასე ეხება:
"ბავშვის ფიზიკური დასჯა და ამ ქმედების გამოსავალი (outcome)
ჩატარებული 69 პროსპექტული წრფივი კვლევების შედეგი.
დასკვნა - 7 მთავარი შედეგი:
1. ფიზიკური დასჯა არ ამცირებს და პირიქით ზრდის ბავშვის ქცევის პრობლემებს დროთა განმავლობაში
2. ფიზიკური დასჯა არ არის ასოცირებული დადებით გამოსავალთან გარკვეული პერიოდის შემდეგ
3. ფიზიკური დასჯა ზრდის ბავშვის დაცვის სერვისების ჩართვას პრობლემური შემთხვევებისას
4. სამეცნიერო მტკიცებულებამ გამოავლინა რომ ერთადერთი რასაც ბავშვის დასჯა მოიტანს, არის ქცევის ექსტერნალიზაცია (უარყოფითი ქცევა სახლის გარეთ ხილულ ფორმებში გადავა)
5. ფიზიკური დასჯა დაკავშირებულია ბავშვის ქცევის გაუარესებასთან დროთა განმავლობაში (Quasi-experimental studies)
6. არსებობს ძლიერი კავშირი ფიზიკურ დასჯას, ბავშვის ზიანის მომტან გამოსავალს და ბავშვის და მშობლის ხასიათის ჩამოყალიბებაში
7. არსებობს მტკიცებულება "დოზა-რეაგირების" ურთიერთქმედებაზე
აქედან გამომდინარე, ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია", - წერს ზაზა თელია ფეისბუქზე.