ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1370 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.08 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7079 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7289 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.10 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3615 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3338 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 ივლისიდან შევა ძალაში.