თეგებით ძიება
20. 07. 2021 სპორტი

ნონა გაფრინდაშვილი მესის მოოქროვილი ფიგურებით სამეფო ჭადრაკს ჩუქნის

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავს, ჭადრაკის ქართველ ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი საპასუხო საჩუქარს -მოოქროვილი ფიგურებით სამეფო ჭადრაკს უძღვნის.

„რაც მესისგან საჩუქრად მაისურა მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა, გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა. ამ დროს დამიკავშირდნენ „ზარაფხანიდან“ და მითხრეს, რომ მოოქროვილი სამეფო ჭადრაკის დამზადება სურდათ, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა და მთელი სტადიონი ყვიროდა „მესი! ბარსა!“. ვფიქრობ, ეს სიმბოლური საჩუქარია და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლიონელ მესიმ საჩუქრად მაისური გამოუგზავნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა