თეგებით ძიება

ბიზნესდავის გამო ჩაცხრილული მამა-შვილი - ზუგდიდში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდის ცენტრში - ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული, ზაალ კვიკვინია პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დააკავა. ამოღებულია იარაღიც, საიდანაც 65 წლის გრამიტონ ლაგვილავამოკლეს, მისი შვილი კი დაჭრეს.

ირკვევა, რომ დაჭრილი პოლიციის თანამშრომლი ნუკრი ლაგვილავაა, მას გდაუდებელი ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

თვითმხილველთა თქმით, ცეცლი ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ მამა-შვილს დილით დაახლოებით 09:00 საათზე გაუხსნეს.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მეწილია. მას კრიმინალური წარსული აქვს. სამი წლის წინ, ასევე ბიზნესდავის გამო მან ყოფილი ბიზნესპარტნიორიც დაჭრა.

მოკლული ბიზნესმენი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა