თეგებით ძიება

ლექსო ლაშქარავას ცხედარი პროზექტურის ნაცვლად სამართალდამცველებმა გლდანის ხიდების მიმართულებით წაიღეს - საეჭვო დეტალები საქმეში (ვიდეო)

"ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი, რომელიც გარდაცვალების დღეს სამართალდამცველებს საცხოვრებელი სახლიდან პროზექტურაში უნდა გაესვენებინათ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, სხვა მიმართულებით გადაიტანეს.

"პოსტ ფაქტუმმა" მასალაზე მუშაობისას აღმოაჩინა, რომ მანქანამ, რომელიც ექსპერტიზის ბიუროში უნდა მისულიყო, გეზი გლდანის ხიდებისკენ აიღო.

როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, საეჭვო გარემოებაა ისიც, რომ ერთმანეთს არ ემთხვევა ცხედრის პროზექტურაში შესვენების და დოკუმენტაციით განსაზღვრული დროც.

სიუჟეტს დღეს საღამოს "მთავარი არხის" ეთერში უჩვენებენ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა