თეგებით ძიება
25. 07. 2021 სპორტი

„ამ მედალს საქართველოს ვულოცავ" - მარგველაშვილის პირველი კომენტარი

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოსიტმა, ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

66-კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ჰიფუმი აბეს წინააღმდეგ, ვაზარით დამარცხდა.

ვაჟა მარგველაშვილის პირველი კომენტარი:

„სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლე, ჩემპიონობა მინდოდა, ამისთვის მზად ვიყავი, თუმცა ფინალში ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა.

მინდა, ჩემი ეს მედალი ჩემ ოჯახს, გულშემატკივარს, მწვრთნელებს, ექიმებსა და ჩემ საქართველოს მივულოცო".





შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ტატამზე ძიუდო ხვალ გაგრძელდება, სადაც საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიაპრტელიანი იასპარეზებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა