თეგებით ძიება
26. 07. 2021 სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოში წინსწვლას განაგრძობს

თავის რიგით მეორე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. რიო 2016-სგან განსხვავებით, სადაც ქართველი ჩოგბურთელი სასტარტო მატჩში ურუგვაელ პაბლო კუევასთან დამარცხდა, ტოკიოში ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.

პირველ წრეში ესპანელი რობერტო კარბალეს ბუენას ძლევის შემდეგ, მეორე ეტაპზე ბასილაშვილს გაცილებით ძლიერი და მისთვის უხერხული მეტოქე ჰყავდა. იტალიელი ლორენცო სონეგო, რომელიც რეიტინგის 26-ე ნომერია ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ გახლავთ და კარიერაში ATP-ის ორი ტიტულიც აქვს მოგებული. თანაც სონეგოს ჩვენებური ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავდა რომის მასტერსზე.

ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. მარტივი გასეირნება რომ არცერთ ჩოგბურთელს არ ექნებოდა თავიდანვე ნათელი იყო. პირველი სეტი ბასილაშილმა 6:4 მოიგო და საბოლოო წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მეორე სეტში სონეგომ ვითარება გამოასწორა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 6:3.

მესამე გადამწყვეტ პარტიაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, როდესაც თითქოს უიმედოდ, ბრეიქით მარცხებოდა, თუმცა ძალები მოიკრიბა, სეტი შემოატრიალა – 6:4 და 1/8 ფინალშიც დამსახურებულად გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ალექსანდრე ზვერევი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა