თეგებით ძიება

თბილისში, VTB ბანკში მამაკაცი სავენტილაციო მილიდან შეიპარა - ბოროტმოქმედმა თანამშრომელს დაუდგენელი სითხე შეასხა

დღეს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე VTB ბანკის ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი სავენტილაციო მილიდან შეიპარა. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, როდესაც ბოროტმოქმედი თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით - სავენტილაციო მილიდან დატოვა.

მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა