თეგებით ძიება

ხობში პოლიციელები ცემეს - ფაქტზე მოჭიდავეები დააკავეს, მათ შორის 2 მსოფლიო ჩემპიონი

ხობში მოჭიდავეები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მსოფლიო ჩემპიონია. დაკავებულთა შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო პრიზიორი, ნუგზარ წურწუმია.

ტელეკომპანიის ცნობითვე, დაპირისპირება ხობის ცენტრში მოჭიდავეებს შორის დაიწყო, სამართალდამცველებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რასაც სპორტსმენების გაღიზიანება მოჰყვა. მათ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიცია იძულებული გახდა, მოჭიდავეები დაეკავებინა.

დაკავებულების ნაწილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, ნაწილს კი - წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა