თეგებით ძიება

უკრაინაში ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია დააკავეს

უკრაინაში 42 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია დააკავეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ასევე დაკავებულია 31 წლის ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“. ორივე მათგანი უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს სანქციების სიაში იყო შეყვანილი და ქვეყანაში შესვლას დოკუმენტების გარეშე ცდილობდნენ.

ლევან ბულისკირია „კანონიერი ქურდად“ 2000 წლიდან გვირგვინდება და მას შემდეგ ის სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი. ბოლოს საპატიმროს თავი ყალბი ფსიქიატრიული დასკვნის საფუძველზე დააღწია.

41 წლის ლევან ბულისკირიას კრიმინალურ წრეებში „ლევან გალსკის“ სახელით იცნობენ. მან „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2012 წელს პირადად ასლან უსოიანისგან (დედ ჰასანი) მიიღო.

„კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობს მისი ბიძაშვილი, ირაკლი ბულისკირიაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა