თეგებით ძიება

ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადვოკატის, სოსო ჯანაშიას განცხადებით, ბიძინა ესებუა უდანაშაულოა და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ ბადრი ესებუას ძმაა. ესებუას ინტერესების დამცველის თქმითვე, დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ძებნილი ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა 14 იანვარს დააკავეს. ბიძინა ესებუას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. არსებობს ვერსია, რომ ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმაში მხილებულ ბადრი ესებუასთან.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თუმცა თავდამსხმელი დღემდე არ არის დაკავებული.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარი მიიღო და მიმალვა მოახერხა, 32 წლის ბადრი ესებუაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა