თეგებით ძიება
28. 07. 2021 სპორტი

უზმოზე ვარჯიში გვეხმარება ცხიმის დაწვაში ?!

კითხვაზე, უზმოზე ვარჯიში გვეხმარება, თუ არა ცხიმის დაწვაში ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს.
ახლა, კი მოდით გავეცნოთ ამ მოსაზრების საფუძვლებს, შეიძლება თუ არა უზმოზე ვარჯიში?
უზმოზე ვარჯიშის დროს ენერგიის წყარო ხდება არსებული ცხიმები და ნახშირწყლები, რაც ცხიმის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს.
ხოლო, თუ ნაჭამზე ვივარჯიშეთ მაშინ ორგანიზმი დაწვავს იმ ენერგიას, რომელიც საკვებიდან მივიღეთ.
კალორიების წვა კარდიო ვარჯიშისას, უზმოზეც და დანაყრებულზეც ერთნაირია. ხოლო სისუსტე უზმოზე ვარჯიშისას კი ხელს გვიშლის ინტენსიურად ვივარჯიშოთ, ანუ ვწვავთ ნაკლებ კალორიას.
ზოგადი წესი ასეთია: თუ ჩვენ ვწვავთ ნახშირწყლებს ვარჯიშისას, ვარჯიშის შემდეგ იწვება ცხიმები, და პირიქით.
ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი მონაცვლება გახლავთ, კვირაში ორჯერ უზმოზე ვარჯიში, თავად გადაწყვეტთ , რომელია თქვენთვის უფრო მისაღები ვარიანტი.
მთავარია არ დაგვავიწყდეს ის,რომ მშიერზე ვარჯიშ უკეთესი შედეგი არ მოაქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა