თეგებით ძიება

ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული, გარდაცვლილი პატიმრის ბესიკ თორდუას ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოჯახის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება ერთხელ უკვე შეიტანა და უარი მიიღო. დღეს უწყებაში ვიზიტის მიზეზი კი ამ უარის გასაჩივრება იყო.

ადვოკატის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პროკურატურისგან კვლავ უარს მიიღებს, თუმცა გეგმავენ, რომ პროცედურულად ყველა ეტაპი გაიარონ იმისთვის, რომ შემდგომში დავა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელონ.

“პროკურატურამ უარით კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვი, რომ ბესიკ თორდუა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იქნა მოკლული,” – აცხადებს ლაშა შუკაკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა