თეგებით ძიება

3 000 ლარი თავისუფლებისთვის - ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის საქმე

4 თვის წინ, ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე ტურიაშვილი, 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მას ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა, მოწმეებთან კონტაქტი და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებასთან ითანამშრომლა.

პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული ჯუანშერ ტურიაშვილი, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ჩუმლაყი-ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე მკვლელობა 26 მარტს მოხდა. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის მიმართ შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი პირი მოკლეს. ორი კი დაჭრეს. მათ შორის ერთ-ერთი ბადუაშვილი იყო, რომელიც ამ დროისათვის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაკავებული. ის წარსულში მკვლელობის გამოა ნასამართლევი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა