თეგებით ძიება

"ოცნების" ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია" - გიორგი გახარია

"ოცნების" ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია, - ამის შესახებ ექსპრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს.

გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი დაბა ხარაგაულში გახსნა.

„ახლა მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ – ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე აი ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა, რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? – არ შეიძლება. მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი თუ იყო და ცუდი რაც იყო – ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ასე წარსულზე…ჩემთვის ეს მიუღებელია! ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი“, - აცხადებს გახარია.

"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა