თეგებით ძიება

კელი დეგნანი - იმედი მაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და ხელისმომწერები აღებულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად შეასრულებენ

იმედი მაქვს რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩება და ხელისმომწერი მხარეები აღებულ ვალდებულებებს, კეთილსინდისიერების პირობის დაცვით შეასრულებენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 19 აპრილის
შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ "შარლ მიშელის შეთანხმებიდან" გასვლით, საქრთველოს მეგობრები იმედგაცრუებულები არიან.

"ყველა იმ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა, მათ შორის ჩვენსაშიც მკაფიოდ ჩანს საქართველოს მეგობრების იმედგაცრუება, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შეთანხმებიდან გასვლამ გამოიწვია. მიგვაჩნია რომ ეს ქართველი პოლიტიკოსების 6 თვიანი მოლაპარაკებების გზით მიღებული საუკეთესო გზამკვლელვია და ის საქართველოსთვის საჭირო რეფორმებს შეეხებოდა.

ხელმომწერებმა პირობა დადეს, რომ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდნენ. ვიმედევნობთ, რომ შეთახნმება ძალაში დარჩება და ეს შეთახნმება იქნება იმ რეფორმების გზამკვლევი, რაც დოკუმენტით არის გათვალისინებული. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია მისი მიღების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლიდერები მონაწილოებდნენ. იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩება და ხელისმომწერი მხარეები აღებულ ვალდებულებებს, კეთილსინდისიერების პირობის დაცვით შეასრულებენ. სანქციებზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი რომ ეს შეთნხმება შესრულდეს. გავაგრძლეებთ მოწოდებებს რათა ყველამ მხარემ შეთხნმეაბს ხელი მოაწეროს, ხოლო ვისაც უკვე მოწერილი შეთნხმების შერულებას შეუდგნენ", - თქვა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა