თეგებით ძიება

ფოტორობოტი შექმნილია - პოლიცია ავსტრალიელი ქალის მკვლელს ფოტოთი ეძებს

ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია ფოტორობოტით ეძებს.

"მთავარი არხის" ცნობით, სამართალდამცველები 4 საათზე მეტია, რაც გოგებაშვილის ქუჩაზე მუშაობენ. ისინი ადგილობრივებს თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ ფოტოს აჩვენებენ და მასზე ინფორმაციას ეკითხებიან. პარალელურად, პოლიცია ცდილობს დაადგინოს როგორი კონტაქტი ჰქონდა მოკლულ შეინი ბრუკს მეზობლებთან.

არხის ინფორმაცითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიდან უკვე ამოიღო. გოგებაშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა