თეგებით ძიება

"ვითარება საკმაოდ რთულია" - თამარ გაბუნია

ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის. ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურადაა მობილიზებული, ყოველდღიურად დამატებითი საწოლფონდი ერთვება - 6800-მდეა უკვე მობილიზებული და დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობა მიდის. ასევე კოვიდ სასტუმროს მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ნიღბების გამოყენება, ასევე სწრაფი ვაქცინაცია, თავშეყრისგან თავის შეკავება ეს იქნება საშუალება, რომ პიკი, რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ", - განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა