თეგებით ძიება

გლდანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს

გლდანში, გამთენიისას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს, წაღებულია 10 ათას ლარამდე ტექნიკა.

ხატია ტყებუჩავას, კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, განცხადებით სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

„დღეს, გამთენიისას, გლდანში „ბეკოს“ ფილიალზე არასრულწლოვნების მიერ მორიგი თავდასხმა განხორციელდა. დამნაშავეებმა მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს და დაახლოებით 10 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს. ვიდეოჩანაწერმა დააფიქსირა, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. დაცვის სამსახურის მოსვლამდე, არასრულწლოვნები მაღაზიაში შეიჭრნენ, მინები ჩაამსხვრიეს და ტელეფონები წაიღეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი ფაქტები სხვა ტექნიკის მაღაზიებშიც გახშირდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვნების კონკრეტული ჯგუფია, რომლებიც „კომენდანტის საათის“ დროს ვერ გამოდიოდნენ და ახლა ისევ გააქტიურდნენ, რადგან დანაშაული ძირითადად, გვიან ღამით ან გამთენიისას ხდება. საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე დროულად მოვიდა და ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა ხატია ტყებუჩავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა