თეგებით ძიება

სამეგრელოში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი

ავარია სამეგრელოში - ჩხოროწყუში, სოფელ ჭოღას ტერიტორიაზე, მდინარე ოჩხომურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით,ავტოავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, კიდევ 2 ადამიანი კი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ალბათ მუხრუჭი ჰქონდა გაფუჭებული, ვერ გაჩერდა მანქანა და გადავარდნენ. კურზუში ყოფილან სამუშაოებზე, იქიდან მოდიოდნენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ჭოღას მკვიდრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა