თეგებით ძიება

ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე დღეს სავარაუდოდ, შანაი ბრუკის ძმა გამოიკითხება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.

დღეს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სავარაუდოდ, შანაი ბრუკის ძმა გამოიკითხება. ის საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

გარდაცვალების საქმეზე ასევე გამოიკითხნენ შანაი ბრუკის კოლეგები და მეგობრები.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა