თეგებით ძიება

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა - პრეზიდენტი "ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირებაზე

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც "ოცების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტი ამულირებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონული გამოწვევების წინაშე ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა.

„დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად, გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოების არჩევანია.

წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიკნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელოდება ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა.

მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისკენ. ამას ელოდება ყველა ჩვენი პარტნიორი და მათ უნდა ვთხოვოთ, მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ.

ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ. ამისთვის ჩამოვედი საქართველოში და ამისთვის ვიქნები აქ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა