თეგებით ძიება

კასპში სასტიკად მოკლული 31 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცოლს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს - რა დაადგინა ექსპერტიზამ

კასპში სასტიკად მოკლული 31 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცოლს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ღუნაშვილს თავის არეში მძიმე დაზინება, სავარუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს. შესაბამისად გაბათილდა ღუნაშვილის ცოლის, ქეთევან ჩხაიძის ჩვენება, რომ ქმარმა თავის არეში დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო.

ღუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ცოლმა ცრუ ჩვენება მისცა და შესაბამისად, ქეთევან ჩხაიძეს ბრალი თანამონაწილეობის გამო უნდა დაუმძიმდეს.

"ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა და შავით თეთრზე წერია, რომ ნოდარ ღუნაშვილისთვის მიყენებული თავის არეში დაზიანებები სრულად გამორიცხავს ქეთევან ჩხაიძის მიცემულ ჩვენებას, რომ მან დაზიანებები მიიღო დავარდნის შედეგად ზედაპირზე. ქეთევან ჩხაიძე იყო თანამონაწილე მკვლელობის, თუმცა გამოძიება გრძელდება", - ამბობს ოჯახის ადვოკატი.

ჩხაიძის ადვოკატის, ჯაბა კოჭლამაზაშვილი კი ამბობს, რომ ქეთევან ჩხაიძეს მკვლელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ბრალის დამძიმების მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა